ახალი ამბები

“ანგარიში გამიტეხეს”, – კასილასი ტვიტერის პოსტზე, რომელშიც წერდა, რომ გეია

9 ოქტომბერი, 2022 • 1373
“ანგარიში გამიტეხეს”, – კასილასი ტვიტერის პოსტზე, რომელშიც წერდა, რომ გეია

მადრიდის რეალის ყოფილი მეკარე, იკერ კასილასი ტვიტერზე ახალ პოსტს აქვეყნებს, სადაც წერს, რომ სოციალური ქსელის ანგარიში გაუტეხეს.

“ანგარიში გამიტეხეს. საბედნიეროდ, ყველაფერი რიგზეა. ბოდიშს ვუხდი ყველა ჩემს გამომწერს. და, რა თქმა უნდა უფრო დიდ ბოდიშს ვუხდი ლგბტ თემს”, – წერს კასილასი.

ცნობილმა მეკარემ დღეს, 9 ოქტომბერს ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე დაწერა, რომ გეია:

“იმედია, პატივისცემას გამოიჩენთ: გეი ვარ”, – წერდა კასილასი.

იკერ კასილასი 2020 წელს წავიდა სპორტიდან. ის ფეხბურთის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ მეკარედაა მიჩნეული. მას 22-წლიანი კარიერის განმავლობაში მოგებული აქვს ერთი მსოფლიო თასი, ევროპის ორი ჩემპიონატი, ხუთი ლა ლიგის ტიტული და სამი ჩემპიონთა ლიგა.

სპორტსმენი ჟურნალისტ სარა კარბონეროზე 5 წლის განმავლობაში იყო დაქორწინებული. ისინი ერთმანეტს 2021 წლის მარტში დაშორდნენ და ორი შვილი ჰყავთ.

მასალების გადაბეჭდვის წესი