ახალი ამბები

იკერ კასილასმა წაშალა პოსტი, სადაც წერდა, რომ გეია

9 ოქტომბერი, 2022 • 2368
იკერ კასილასმა წაშალა პოსტი, სადაც წერდა, რომ გეია

რეალ მადრიდის ყოფილმა მეკარემ, იკერ კასილასმა ტვიტერის ოფიციალური გვერდიდან წაშალა პოსტი, სადაც წერდა, რომ გეია. აღნიშნული პოსტი მან დღეს, 9 ოქტომბერს გამოაქვეყნა:

“იმედია, პატივისცემას გამოიჩენთ: გეი ვარ”, – წერს კასილასი.

41 წლის სპორტსმენის განცხადებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა საფეხბურთო კლუბ “ბარსელონას” ფეხბურთელი, კარლეს პუიოლიც და დაწერა “დროა ჩვენი ამბავი მოვყვეთ, იკერ”.

იკერ კასილასი 2020 წელს წავიდა სპორტიდან. ის ფეხბურთის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ მეკარედაა მიჩნეული. მას 22-წლიანი კარიერის განმავლობაში მოგებული აქვს ერთი მსოფლიო თასი, ევროპის ორი ჩემპიონატი, ხუთი ლა ლიგის ტიტული და სამი ჩემპიონთა ლიგა.

სპორტსმენი ჟურნალისტ სარა კარბონეროზე 5 წლის განმავლობაში იყო დაქორწინებული. ისინი ერთმანეტს 2021 წლის მარტში დაშორდნენ და ორი შვილი ჰყავთ.

განახლება: თავდაპირველად სტატიის სათაური იყო – “იმედია, პატივისცემას გამოიჩენთ: გეი ვარ”, – იკერ კასილასი. თუმცა მას შემდეგ, რაც კასილასმა პოსტი წაშალა, სტატიის სათაური შეიცვალა.

მასალების გადაბეჭდვის წესი