ახალი ამბები

მიხეილ სააკაშვილი ”კავკასიის” ეთერში მომხდარი ინციდენტის შესახებ

8 მაისი, 2010 • • 1061
მიხეილ სააკაშვილი ”კავკასიის” ეთერში მომხდარი ინციდენტის შესახებ

მიხეილ სააკაშვილი ”კავკასიის” ეთერში მომხდარ ინციდენტს ჟურნალისტებზე თავდასხმას უწოდებს. როგორც პრეზიდენტის პრეს– სპიკერი მანანა მანჯგალაძე აცხადებს, სააკაშვილი ექსტრემიზმის გამოვლინებას დაუშვებლად მიიჩნევს.

მანჯგალაძის თქმით, პრეზიდენტმა გუშინვე გასცა მითითება სამართალდამცავი ორგანოების მიმართ.

”სამართალდამცავმა ორგანოებმა ყველა დეტალი ბოლომდე უნდა დაადგინონ, გამოავლინონ ყველა ის პირი, ვინც ჟურნალისტებზე თავდასხმაში, ტელეკომპანიის დარბევაშია დამნაშავე და ყველა მათგანი უნდა დაისაჯოს”.

კონსტიტუციის წინაშე ყველა მოქალაქე თანასწორია და პრეზიდენტი გმობს თავდასხმას და ექსტრემიზმის ყოველგვარ გამოვლინებას.
“ნამდვილი დემოკრატია მხოლოდ კანონის პატივისცემის პირობებშია შესაძლებელი”.

მასალების გადაბეჭდვის წესი