ახალი ამბებირეკლამა

პსპ ფარმა სს „ქართული ლუდის კომპანიის“ (ზედაზენის) 12,39%-იან წილს ყიდის

7 ოქტომბერი, 2022 • 603
პსპ ფარმა სს „ქართული ლუდის კომპანიის“ (ზედაზენის)  12,39%-იან წილს ყიდის

კომპანია პსპ-მ  მიიღო გადაწყვეტილება გაასხვისოს სს „ქართული ლუდის კომპანიის“ (ზედაზენის)  12,39%-იანი წილი.  

“მიმდინარე წლის აგვისტოს თვეში  PSP-  განაცხადა, რომ  მმართველმა გუნდმა გადაწყვიტა საექსპორტო პოტენციალის გაზრდის მიზნით გააფართოვოს ფარმწარმოების ნაწილი და საქმიანობის კონცენტრირება სრულად მოახდინოს ფარმაცევტული სექტორის განვითარებაზე. პროექტის ფარგლებში მომდევნო 2 წლის მანძილზე PSP სრულად გამოვა მის მფლობელობაში არსებული არაპროფილური ბიზნესებიდან.

ამ ეტაპზე შპს პსპ ფარმამ მიიღო გადაწყვეტილება გაასხვისოს სსქართული ლუდის კომპანიის (ზედაზენის)  12,39%-იანი წილის (7 001 000 აქცია) რვა მილიონ აშშ დოლარად  და მზად არის მიიღოს წილის შეძენით დაინტერესებული პირებისაგან შესაბამისი წინადადებები,” – აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში.

კომპანია PSP ფარმაცევტრული სექტორის განვითარებაზე კონცენტრირდება და არაპროფილური ბიზნესებიდან გამოდის

 

მასალების გადაბეჭდვის წესი