”ამას შეფასება არ სჭირდება, ტელეკომპანიაში შეჭრა , შურაცხყოფის მიყენება ცალსახად კრიმინალია და დამნაშავეები უნდა დაისაჯონ” – განაცხადა 8 მაისს მოძრაობა ”ალიანსი საქართველოსათვის” თანათავმჯდომარემ, ყოფილმა ომბუდსმენმა სოზარ სუბარმა ნეტგაზეთთან საუბარში.
სუბარის აზრით, პოლიცია თავის დროზე რომ ყოფილიყო ადეკვატური, გუშინ ტელეკომპანიაში ეს არ მოხდებოდა. იგი მიიჩნევს, რომ სამართალდამცავებს უნდა დაეკავებინათ 4 მაისს ილიას უნივერსიტეტთან ის პირები, ვინც სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს აქციის მონაწილეებს, რომლებიც აზრის გამოხატვის თავისუფლებას იცავდნენ.
7 მაისს პროკურატურის პრესსამსახურმა ნეტგაზეთთან განაცხადა, რომ ილიას უნივერსიტეთთან მომხდარ ინციდენტზე გამოძიება არ მიმდინარეობს, რადგან მათთვის განცხადებით არავის მიუმართავს.