ახალი ამბები

საქართველო თურქეთისგან ჯავშანტრანსპორტიორებს მიიღებს

7 ოქტომბერი, 2022 • 863
საქართველო თურქეთისგან ჯავშანტრანსპორტიორებს მიიღებს

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველო თურქეთისგან ახალ, ნატოს სტანდარტების ჯავშანტრანსპორტიორებს მიიღებს.

ჯავშანტრანსპორტიორების მოდელისა და რაოდენობის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

უწყების თქმით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის ეროვნული თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში შემავალ კომპანია “ASFAT”– ს შორის შეთანხმება გაფორმდა, რომლის საფუძველზე თავდაცვის ძალებს ახალი მაღალი გამავლობის ჯავშანტრანსპორტიორები გადმოეცემა.

„საქართველოს თავდაცვის ძალების აღჭურვა აღნიშნული ჯავშანტრანსპორტიორებით მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას და თურქეთსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას“, – წერს სამინისტროს.

მასალების გადაბეჭდვის წესი