ახალი ამბები

მელიქიშვილის გამზირზე 6 ოქტომბრიდან ტრანსპორტის გადაადგილების სქემა დროებით შეიცვლება – მერია

5 ოქტომბერი, 2022 • 433
მელიქიშვილის გამზირზე 6 ოქტომბრიდან ტრანსპორტის გადაადგილების სქემა დროებით შეიცვლება – მერია

თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ხვალიდან, 6 ოქტომბრიდან ტრანსპორტის გადაადგილების სქემა დროებით შეიცვლება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მერიის ცნობით, ავტომობილები რუსთაველის გამზირის მიმართულებით გადაადგილებას შეძლებენ ცალმხრივად, ჭავჭავაძის გამზირიდან და კეკელიძის ქუჩიდან. ასევე, მელიქიშვილის გამზირიდან მარცხნივ მოხვევით, კოსტავას ქუჩის მიმართულებით.

რაც შეეხება რუსთაველის გამზირიდან მომავალ ავტომობილებს, ისინი კოსტავას ქუჩის საშუალებით, გადაადგილებას შეძლებენ ცალმხრივად, გმირთა მოედნის მიმართულებით. ქიაჩელისა და ახვლედიანის ქუჩებიდან კი მოძრაობა დასაშვები იქნება ნიკოლაძის ქუჩის გავლით, კოსტავას ქუჩის მიმართულებით.

ამასთან, რეაბილიტაციის განმავლობაში, მანქანები ვარაზისხევის ქუჩაზე ლამხრივად იმოძრავებენ და გადაადგილების შესაძლებლობა ექნებათ როგორც ჭავჭავაძის გამზირის, ასევე, მელიქიშვილის გამზირისა და კეკელიძის ქუჩის მიმართულებით.

რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, მერიის ინფორმაციით, ვაკის რაიონიდან მოძრავი ავტობუსები: N307, N311, N351, N354, N387 და მიკროავტობუსი N512 თბილისის საკონცერტო დარბაზთან მარცხნივ მოხვევით დაუკავშირდებიან კოსტავას ქუჩას, შემდეგ კი მოძრაობას დადგენილი სქემით განაგრძობენ.

უკუმიმართულებისას, აღნიშნული ავტობუსები და მიკროავტობუსი გმირთა მოედნის პანდუსით გადაინაცვლებენ ვარაზისხევის ქუჩაზე, შემდეგ, ჭავჭავაძის გამზირზე და იმოძრავებენ დადგენილი სქემით.

რუსთაველის გამზირიდან გმირთა მოედნის მიმართულებით მოძრავი ავტობუსები: N306, N308, N310, N314, N326, N331, N337, N342, N352, N358, N378, N391, N397 და მიკროავტობუსები: N472, N532, N540, N541 მელიქიშვილის გამზირისა და ვარაზისხევის ქუჩის ნაცვლად გადაადგილდებიან გმირთა მოედნის მიმართულებით და შემდეგ იმოძრავებენ დადგენილი სქემით.

უკუმიმართულებისას, ავტობუსები: N306, N310, N314, N326, N331, N337, N342, N352, N358, N378 და N391 რუსთაველის გამზირის მიმართულებით მოძრაობისას, გადაადგილდებიან ვარაზისხევის ქუჩის, მელიქიშვილის გამზირისა და კოსტავას ქუჩის საშუალებით.

რუსთაველის გამზირიდან ჭავჭავაძის გამზირის მიმართულებით მოძრაობისას, მელიქიშვილის გამზირის ნაცვლად, ავტობუსები: N301, N345, N359, N388 და მიკროავტობუსი N540 კოსტავას ქუჩიდან მოძრაობას გმირთა მოედნის მიმართულებით განაგრძობენ, საიდაც ვარაზისხევის ქუჩაზე გადაინაცვლებენ და შემდეგ, ჭავჭავაძის გამზირის გავლით, დადგენილი სქემით იმოძრავებენ.

უკუმიმართულებისას, ავტობუსები ჭავჭავაძის გამზირიდან რუსთაველის გამზირისკენ მელიქიშვილის გამზირისა და კოსტავას ქუჩის გავლით გადაადგილდებიან, შემდეგ კი იმოძრავებენ დადგენილი სქემით.

მიკროავტობუსი N478 – რჩეულიშვილის ქუჩის მიმართულებით მოძრაობისას, გმირთა მოედნიდან გადავა ვარაზისხევის ქუჩაზე, შემდეგ კი მელიქიშვილის გამზირისა და კოსტავას ქუჩის გამოყენებით, დადგენილი სქემით იმოძრავებს. უკუმიმართულებით გადაადგილებისას, მიკროავტობუსი კოსტავას ქუჩის გავლით გმირთა მოედნის მიმართულებით გადაადგილდება და შემდეგ იმოძრავებს არსებული სქემით.

მასალების გადაბეჭდვის წესი