“აზერბაიჯანის ყარაბაღის რეგიონში მცხოვრები სომხური მოსახლეობა ჩვენი მოქალაქეები არიან და ჩვენ რომელიმე საერთაშორისო ცენტრთან არ ვაპირებთ განვიხილოთ, თუ როგორ მოვაგვაროთ მათი ცხოვრების პირობები”, – განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა აღდამში 5 ოქტომბრის ფორუმზე გამოსვლისას.
მისივე განცხადებით, “ყარაბაღის მეორე ომმა დაადასტურა, რომ ყარაბაღი აზერბაიჯანული მიწაა და ოკუპაციის წლებშიც კი, სომხეთის ჩათვლით, არცერთ ქვეყანას უღიარებია ის”.
გარდა ამისა, ალიევმა განაცხადა, რომ იმედოვნებს, სულ ცოტა დრო დარჩა სომხეთთან სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერამდე.
როგორც ალიევი ამბობს, შეთანხმებას საფუძვლად უნდა დაედოს ის ხუთი საბაზო პრინციპი, რომელიც აქამდე აზერბაიჯანს წარდგენილი აქვე სომხეთისთვის.
ბაქო იქამდე ავრცელდებდა ინფორმაციას, რომ შეთანხმებისთვის წარადგინა რამდენიმე პუნქტი, მათ შორის, ერთმანეთის ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის შესახებ, რაც სომხურ საზოგადოებაში და ოპოზიციურ პოლიტიკურ წრეებში აღიქვეს ყარაბაღის აზერბაიჯანისთვის ჩაბარებად.