ახალი ამბები

3 ოქტომბერს თბილისში მგზავრთა რაოდენობის რეკორდი დამყარდა – კალაძე

5 ოქტომბერი, 2022 • 1856
3 ოქტომბერს თბილისში მგზავრთა რაოდენობის რეკორდი დამყარდა – კალაძე

თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, ორშაბათს თბილისის მეტროსა და ავტობუსში მგზავრობის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. მისი განცხადებით, 3 ოქტომბერს ორივე ტრანსპორტით გადაადგილდა 1.035 მილიონი მგზავრი.

ამის შესახებ კალაძემ დღეს, 5 ოქტომბერს მუნიციპალური მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

“ეს ნამდვილად რეკორდული მაჩვენებელია, როგორც მეტროსთვის, ასევე ავტობუსისთვის”, – განაცხადა კალაძემ.

მერის განმარტებით, 3 ოქტომბერს მეტრო 502 508 მგზავრმა, ავტობუსი კი 532 076 მგზავრმა გამოიყენა.

მასალების გადაბეჭდვის წესი