ახალი ამბები

აშშ უკრაინას დამატებით $625 მილიონის შეიარაღებას, მათ შორის 4 HIMARS გადასცემს – CNN

4 ოქტომბერი, 2022 • 516
აშშ უკრაინას დამატებით $625 მილიონის შეიარაღებას, მათ შორის 4 HIMARS გადასცემს – CNN

CNN-ის ცნობით, ამერიკის შეერთებული შტატები გეგმავს, უკრაინას დამატებით მიაწოდოს 625 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების შეიარაღება.

როგორც გამოცემა წერს, დახმარების ახალი პაკეტის ფარგლებში აშშ  გეგმავს, სხვა შეიარაღებასთან ერთად, უკრაინას გადასცეს HIMARS-ის სარაკეტო სისტემის დამატებით 4 ერთეული და რამდენიმე ჰაუბიცა.

როგორც CNN წერს, აღნიშნულთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება თეთრ სახლს ჯერ არ გაუკეთებია, თუმცა აღნიშნავს, რომ დღეს აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის სატელეფონო საუბარი შედგა.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი