ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ბჟანია უკრაინაში მებრძოლ აფხაზებს შეხვდა

4 ოქტომბერი, 2022 • 1846
ბჟანია უკრაინაში მებრძოლ აფხაზებს შეხვდა

აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერი ასლან ბჟანია უკრაინაში რუსეთის მხარეს მებრძოლ აფხაზებს შეხვდა.

შეხვედრა სოხუმში გაიმართა, სადაც უკრაინაში მებრძოლი აფხაზების სახელით ბატალიონ „პიატნაშკას“ ერთ-ერთმა მეთაურმა, ახრა ავიძბას ნათესავმა, ალიას ავიძბამ ისაუბრა.

ინფორმაცია და შეხვედრის ფოტოები აფხაზურმა Апсныпресс-მა გაავრცელა.

შეხვედრაზე ბჟანიამ და ავიძბამ ერთმანეთს მადლობები გადაუხადეს.

ავიძბას განცხადებით, ბჟანიას დამსახურებაა, რომ აფხაზები რუსეთის მოქალაქეობას გამარტივებული წესით მიიღებენ. ბჟანიას თქმით კი, მადლობას იმსახურებს აფხაზების ბრძოლა უკრაინაში.

როგორც ცნობილია, აფხაზი მებრძოლების ნაწილი ოკუპირებულ რეგიონში რამდენიმე დღის წინ დაბრუნდა.

ასლან ბჟანიასა და ბატალიონ „პიატნაშკას“ ლიდერს, ახრა ავიძბას დაძაბული ურთიერთობა აქვთ.

ავიძბა წარსულში სოხუმში დააპატიმრეს კიდეც, თუმცა შემდეგ საპყრობილე, მოგვიანებით კი აფხაზეთი დატოვა.

აფხაზეთში დაბრუნებამდე ცოტა ხნით ადრე ახრა ავიძბამ განაცხადა, რომ რუსეთში არ შეუშვეს, მიზეზი კი ასლან ბჟანიას მოთხოვნა იყო. მისივე განცხადებით, აუცილებლად დაბრუნდებოდა აფხაზეთში.

მასალების გადაბეჭდვის წესი