ახალი ამბები

გამოძიება დაიწყო მარნეულის სკოლაში ბავშვების მუხლებზე დაყენების ფაქტზე

3 ოქტომბერი, 2022 • 911
გამოძიება დაიწყო მარნეულის სკოლაში ბავშვების მუხლებზე დაყენების ფაქტზე

მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კირიხლოს სკოლიდან გავრცელებულ ფოტოზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

საუბარია სურათზე, სადაც ჩანს, რომ ბავშვები, სავარაუდოდ, დასჯის მიზნით, დაფასთან მუხლებზე დგანან. შემთხვევა ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე მოხდა. როგორც ნეტგაზეთს უწყებაში უთხრეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლით დაიწყო, რაც იძულებას გულისხმობს.

რაც შეეხება მასწავლებელს, რახმან მუსაევს, ის ასევე არის მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი. ნეტგაზეთი დილიდან ცდილობს მასთან დაკავშირებას.

„როგორც რესურსცენტრისთვის, ასევე, სკოლისთვის ამგვარი ქმედება მიუღებელია“, – აცხადებს ჩვენთან საუბარში მარნეულის რესურსცენტრის ხელმძღვანელი ხანალი გახრამანოვი.

მისივე ინფორმაციით, მასწავლებელმა თავად გადაწყვიტა სკოლიდან წასვლა და ამის შესახებ დღეს დილას განცხადება უკვე დაწერა – „სკოლამ დაუყონებლივ დააკმაყოფილა ეს განცხადება“.

გახრამანოვის ცნობითვე, ეს არის ასეთი პირველი შემთხვევა, რომელიც მათთვის ცნობილი გახდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი