ახალი ამბები

ლიმანიდან უკან დავიხიეთ — რუსეთის თავდაცვის სამინისტრო

1 ოქტომბერი, 2022 • 2274
ლიმანიდან უკან დავიხიეთ — რუსეთის თავდაცვის სამინისტრო

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ალყაში მოქცევის საფრთხის გამო, „მოკავშირეთა ძალებმა ლიმანი დატოვეს და უკან დაიხიეს უფრო ხელსაყრელ პოზიციებზე.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ირწმუნება, რომ გასული დღის განმავლობაში უკრაინის შეიარაღებული ძალების 66-ე და 93-ე მექანიზებული ბრიგადების პოზიციებზე დარტყმებმა გაანადგურეს 200-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე, ხუთი ტანკი და ცხრა ქვეითი საბრძოლო მანქანა.

„მიუხედავად მიყენებული დანაკარგისა, ძალებითა და საშუალებების მნიშვნელოვანი უპირატესობით, მოწინააღმდეგემ შემოიყვანა რეზერვები და განაგრძო შეტევა ამ მიმართულებით“, — გაანცხადეს თავდაცვის სამინისტროში.

რუსეთის ჯარების მიერ ლიმანის აღების შესახებ პირველი ცნობები 26 მაისს გაჩნდა, რაც მოგვიანებით დადასტურდა. აგვისტოს ბოლოს უკრაინის არმიამ დაიწყო კონტრშეტევა, თითქმის მთელი ხარკოვის რეგიონი გაათავისუფლა. ლიმანის ალყის შესახებ ცნობობები ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ვრცელდება.

აშშ-ის ომის კვლევის ინსტიტუტი (ISW) უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ დონეცკის ქალაქ ლიმანის სრულად დაკავებას მომდევნო 3 დღეში ვარაუდობდა. დღეს, 1-ელ ოქტომბერს ლიმანის შესასვლელში უკრაინული დროშის აღმართვის კადრები გავრცელდა. უკრაინის პრეზიდენტის აპარატის მრჩეველი ოლექსეი არესტოვიჩი სხვადასხვა ინფორმაციაზე დაყრდნობით აცხადებს, რომ ლიმანში მოწინააღმდეგის 2,5-დან 5,5 ათასამდე ჯარისკაცი ალყაშია მოქცეული.

მასალების გადაბეჭდვის წესი