ახალი ამბები

ვისურვებდი, ოპოზიცია პარლამენტის დარბაზში უფრო აქტიური ყოფილიყო – ლომჯარია

30 სექტემბერი, 2022 • 812
ვისურვებდი, ოპოზიცია პარლამენტის დარბაზში უფრო აქტიური ყოფილიყო – ლომჯარია

დღეს, 30 სექტემბერს, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტში სახალხო დამცველის ანგარიშის განხილვა გაიმართა.

კომიტეტის სხდომას, რომელიც 6 საათზე მეტხანს გაგრძელდა, დასაწყისში საპარლამენტო ოპოზიციიდან რამდენიმე დეპუტატი ესწრებოდა, მათგან ომბუდსმენისთვის კითხვის დასმის საშუალებით მხოლოდ ერთმა, “ლელოს” წევრმა სალომე სამადაშვილმა ისარგებლა.

სხდომას ასევე ესწრებოდა “ლელოს” არადეპუტატი წერვი ლანა გალდავა.

თუმცა სხდომის პირველი ნაწილის შემდეგ კომიტეტზე საპარლამენტო ოპოზიიდან ერთი დეპუტატიც არ დარჩენილა.

“ვისურვებდი, რომ ამ დარბაზში უფრო აქტიური ყოფილიყო ოპოზიცია. ძალიან ცუდია, რომ სახალხო დამცველის [ანგარიშის] განხილვებზე ასეთი პასიურობაა დეპუტატების მხრიდან და ამას აუცილებლად გავუსვამ ხაზს”, — განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი