კიშინოვში მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ სალომე ზურაბიშვილს ქვეყნის უმაღლესი სახელმწიფო ჯილდო, რესპუბლიკის ორდენი გადასცა.

„გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს. ეს კი თქვენი სიმამაცისთვისაა, ქალბატონო პრეზიდენტო, და ქართველი ხალხის სიმამაცისთვის. ასევე იმ მეგობრობისთვის, რომელიც ჩვენ შორის არსებობს. და უნდა იცოდეთ, რომ ჩვენ ყოველთვის ძალიან კარგი მეგობრები ვიყავით ქართველების. ჩვენ ბევრი რამ გვაერთიანებს… ვუსურვებ ორივე ქვეყანას, რომ იმაზე მალე გახდნენ ევროკავშირის წევრები და გვეყოს სიმამაცე ამ მიზნის მისაღწევად“, – განაცხადა მაია სანდუმ.

სალომე ზურაბიშვილმა მაია სანდუს ქართველი ხალხის სახელით მადლობა გადაუხადა.

„ჩვენ ამას შევძლებთ. დიდი მადლობა. მე ამას ნამდვილად ვიღებ, როგორც თქვენს მხარდაჭერას ქართველი ხალხისადმი, ჩვენი საერთო მადლიერებით, რადგან ქართველმა ხალხმა იცის, რომ თქვენ ყოველთვის გვერდში გვედექით, ყველაზე რთულ პერიოდებშიც კი“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა