ახალი ამბები

სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობის ჯვაროსნული ლაშქრობა

6 მაისი, 2010 •
სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობის ჯვაროსნული ლაშქრობა

სახალხო მართლმადიდებლური ორგანიზაცია გამოდის ინიციატივით პარლამენტში შევიდეს კანონი თავისუფლების ინსტიტუტის და მსგავსი ტიპის ორგანიზაციების აკრძალვის შესახებ. ამის შესახებ  მალხაზ გულაშვილმა განაცხადა 6 მაისს სააკაძის მოედანზე გამართულ ოპოციზიის მიტინგზე.

 

”თავისუფლების ინსტიტუტის წინააღმდეგ გამოვაცხადოთ ჯვაროსნული ლაშქრობა, როგორც ხევსურეთში იყო ძველად, ვინც მიაწოდებს თავისუფლების ინსტიტუტის წევრს წყალს, პურს, შაქარს, წყეულიმც იყოს ისიც”- განაცხადა სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობის თავმჯდომარემ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი