ტუვიდან გაწვეულთა ოჯახებს ცხვარს, კარტოფილსა და სხვა პროდუქტს ურიგებენ

რუსეთის ფედერაციაში შემავალი ტუვის რესპუბლიკის ხელმძღვანელობა ქვეყანაში გამოცხადებული სამხედრო მობილიზაციის ფარგლებში გაწვეულთა ოჯახებს ცოცხალ ცხვარს ურიგებს, ქვანახშირთან, ფქვილთან და სხვა პროდუქტთან ერთად. აღნიშნულის შესახებ ცნობა ტუვის ოფიციალურ პორტალზე გამოქვეყნდა. “ჯარისკაცების ნათესავებმა და მეგობრებმა, ასევე, თავადაც [ჯარისკაცებმა] უნდა იგრძნონ, რომ მარტო არ დარჩებიან ყოველდღიურ პრობლემებთან”, — აღნიშნულია განცხადებაში, რომლითაც პროდუქტის დარიგების შესახებ აუწყებენ მოსახლეობას. 29 სექტემბერს … ვრცლად ტუვიდან გაწვეულთა ოჯახებს ცხვარს, კარტოფილსა და სხვა პროდუქტს ურიგებენ