საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწრი შეფასებით, 2022 წლის აგვისტოში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ეკონომიკა 10.5%-ით გაიზარდა, ხოლოდ 2022 წლის პირველი რვა თვის საშუალო მაჩვენებელი 10.3%-ით განისაზღვრა.
საქსტატის თქმით, 2022 წლის აგვისტოში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: ტრანსპორტი და დასაწყობება, მშენებლობა, ინფორმაცია და კომუნიკაცია, სასტუმროები და რესტორნები და ვაჭრობა. კლების ტენდენცია დაფიქსირდა დამამუშავებელი მრეწველობისა და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობების დარგში.








