აშშ-ს არმიის ექიმი და მისი ცოლი, ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ანესთეზიოლოგი დააკავეს. ბრალის დადგენილების თანახმად, ისინი რუსეთის სპეცსამსახურებისთვის ამერიკელი სამხედროების შესახებ კონფიდენციალური სამედიცინო ინფორმაციის გადაცემას ცდილობდნენ.

ბრალის დადგენილების თანახმად წყვილი დაეკონაქტა და შეხვდა FBI-ის ფარულ აგენტს, რომელიც მათ რუსეთის საელჩოს თანამშრომელი ეგონათ.

“ნიუსვიკის” თანახმად, შემთხვევა აგვისტოში მოხდა.

ერთ-ერთმა ბრალდებულმა FBI-ის ფარულ აგენტს უთხრა, რომ მისი მოტივაცია “პატრიოტიზმიდან” გამომდინრებოდა რუსეთის მიმართ და მზად იყო დახმარებოდა კრემლს, თუნდაც სამსახურიდან გაგდების ან დაკავების  რისკის პირობებში.

ბრალდების მიხედვით, წყვილს შეეძლო სენსიტიური ინფორმაციის მიწოდებით დახმარებოდა რუსეთს, სანამ აშშ გამოაცხადებდა ომს.