ახალი ამბები

საპროტესტო აქცია ბათუმში

6 მაისი, 2010 • 1148
საპროტესტო აქცია ბათუმში

”მიშა წადი!” ”წადიიი!” – ამ შეძახილებით ბათუმში  აქცია ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა გამართეს. ხალხსა და პოლიციას შორის შეხლა – შემოხლა მოხდა, თუმცა არავინ დაშავებულა.

აქციის მონაწილეებმა ბათუმში განაცხადეს, რომ ამ ფორმით გამოხატეს სოლიდარობა თბილისში, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით.

აქციის მონაწილეები ჯერ ბათუმის თეატრთან, მოგვიანებით კი– მთავრობის სახლთან შეიკრიბნენ. მთავრობის სახლთან, ბათუმში, პოლიციამ  დაცვა გააძლიერა.

”პოლიცია ხალხს!” ”ჩვენ არ გავჩერდებით!”- ასეთი სკანდირებით ჩაიარეს მომიტინგეებმა აჭარის ტელევიზიასთან.  ზოგიერთმა პოლიტიკოსმა აჭარის ტელევიზიის მუშაობაც გააპროტესტა.

”დაანებეთ თავი, ის სახელმწიფო ტელევიზიაა და მუშაობს ისე, როგორც მას უბრძანებენ! – უპასუხა მათ  ჯუმბერ თავაქრთქილაძემ, ხალხის პარტიის ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარემ.

ხალხსა და პოლიციას შორის შეხლა – შემოხლა მოხდა, თუმცა არავინ დაშავებულა. აქციის მონაწილეები  მალევე დაიშალნენ:  ”დიდი მადლობა, რომ  პოლიციამ ხელი არ აიღო ბათუმელებზე”-  განუცხადეს  აქციის მონაწილე პოლიტიკოსებმა ნეტგაზეთს.

.

საპროტესტო აქცია ბათუმში
საპროტესტო აქცია ბათუმში

 

მასალების გადაბეჭდვის წესი