ახალი ამბებირეკლამა

„სახელმწიფო ელექტროსისტემა” კომპანიის სლოგანის თემაზე მეორედ აცხადებს სამხატვრო კონკურსს.

28 სექტემბერი, 2022 • 517
„სახელმწიფო ელექტროსისტემა” კომპანიის სლოგანის თემაზე მეორედ აცხადებს სამხატვრო კონკურსს.

საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაკომპანიის სლოგანის თემაზე – „ჩვენ მოგვაქვს თქვენთან სინათლეუკვე მეორედ აცხადებს თემატურ სამხატვრო კონკურსს.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ პროფესიონალ, დამწყებ თუ თვითნასწავლ მხატვარს 18 წელს ზემოთ; საკონკურსო ნახატი უნდა ეხმიანებოდეს ენერგეტიკის თემას და შექმნილი უნდა იყოს კონკურსის ფარგლებში; ნახატზე უნდა ფიგურირებდეს ქვესადგური ან მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზი ან ანძა; ნახატი შესრულებული უნდა იყოს ტილოზე ან მუყაოზე, ზომა არანაკლებ 30X45 სმ.

კონკურსის ფარგლებში გამოვლინდება ორი გამარჯვებული. კონკურსის საუკეთესო ნამუშევარს გამოავლენს კომპანიის გუნდი, მეორე ადგილის მფლობელს კი შეარჩევს Facebook მომხმარებელი მოწონებების საშუალებით. გამარჯვებულებს გადაეცემათ 1500 და 1000 ლარიანი სასაჩუქრე ბარათები.

კონკურსანტებმა შექმნილი ნამუშევრები უნდა მოიტანონ საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის სათავო ოფისში (თბილისი; ბარათაშვილის . 2) 2022 . 31 ოქტომბრამდე.

2 ნოემბერს, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის ოფიციალურ Facebook გვერდზე https://www.facebook.com/electrosystema აიტვირთება ნამუშევრების ფოტოები. გამარჯვებულები 2022 წლის 10 ნოემბერს გამოვლინდებიან.

2 ნოემბრიდან 9 ნოემბრის ჩათვლით, ერთი კვირის განმავლობაში, Facebook-ის მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება, მოწონებების საშუალებით გამოავლინოს თავისი რჩეული.

კონკურსის დასრულების შემდეგ, გამარჯვებული ნახატები რჩება კომპანიას და მას ექსკლუზიურად ეკუთვნის უფლება გამოიყენოს ისინი თავისი შეხედულებისამებრ.

გაიცანი ჩვენი კომპანია www.gse.com.ge და ჩაერთე კონკურსში ჩვენ მოგვაქვს თქვენთან სინათლე“!

მასალების გადაბეჭდვის წესი