ახალი ამბები

ევროკომისია მობილიზაციას გამოქცეული რუსეთის მოქალაქეებისთვის თავშესაფრის მინიჭების კრიტერიუმებზე მუშაობს

27 სექტემბერი, 2022 • 643
ევროკომისია მობილიზაციას გამოქცეული რუსეთის მოქალაქეებისთვის თავშესაფრის მინიჭების კრიტერიუმებზე მუშაობს

ევროკომისია მობილიზაციას გამოქცეული რუსეთის მოქალაქეებისთვის თავშესაფრის მინიჭების კრიტერიუმებზე მუშაობს. როგორც „დოიჩე ველე“ წერს, ევროკომისია რეკომენდაციებს მოამზადებს ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის.

გამოცემა წერს, რომ ამის შესახებ ბრიუსელში გამართულ ბრიფინგზე ევროკომისიის სპიკერმა ერიკ მამერმა განაცხადა. მისი თქმით, თავშესაფრის მოსაპოვებლად საკმარისი არაა საზღვართან მისვლა და მნიშვნელოვანია ამის შესახებ ოფიციალური მოთხოვნის დაფიქსირება. ევროკომისიის სპიკერის თქმით, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ვალდებულებაა, რომ განიხილოს აღნიშნული განცხადებები.

„დოიჩე ველე“ აღნიშნავს, რომ ევროკომისიისვე განცხადებით, ფინეთ-რუსეთის საზღვართან გაზრდილი მობილობის მიუხედავად, ამჟამინდელი ვითარება სტაბილურია რუსეთის ფედერაციიდან მიგრანტების ნაკადის თვალსაზრისით. თუმცა აღნიშნავს, რომ ევროკავშირის ქვეყნებში რუსეთის მოქალაქეების მიღებასთან დაკავშირებით მოსაზრებები განსხვავებულია. გამოცემის თქმით, რუსეთში მობილიზაციის გამოცხადებიდან რამდენიმე დღეში ევროკავშირში ამ საკითხზე ტექნიკური დისკუსიაც გაიმართა.

მასალების გადაბეჭდვის წესი