ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

“სამხრეთ ოსეთს მობილიზაცია არ ეხება” – ცხინვალი

26 სექტემბერი, 2022 • 2279
“სამხრეთ ოსეთს მობილიზაცია არ ეხება” – ცხინვალი

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო თავდაცვის სამინისტრომ  სიცრუე უწოდა. ტელეგრამ არხებზე გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ “სამხრეთ ოსეთში რუსული მეოთხე ბაზის წარმომადგენლები მოქალაქეებს უკრაინასთან ომში გაწვევასთან დაკავშირებით უწყისებს გადასცემენ”.

უწყება აცხადებს, რომ გავრცელებული ინფორმაცია პროვოკაციაა და სიტუაციის დესტაბილიზაციას ემსახურება.

“როგორც ცნობილია, რუსეთის ფედერაციაში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოცხადდა, თუმცა სამხრეთ ოსეთს ის არ შეეხო. გარდა ამისა, სამხრეთ ოსეთში არ იგეგმება ზოგადად მობილიზაციის კუთხით ღონისძიებები”, – აცხადებენ უწყებაში. 

ცნობა იმის შესახებ, რომ კრემლი აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან მოსახლეობის მობილიზაციასაც განიხილავს, „მედუზამ“ საკუთარ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა. გამოცემა წერს, რომ წყარომ, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციასთანაა დაახლოებული, უთხრა, რომ უკრაინაში საბრძოლველად არა მხოლოდ რუსეთის მოქალაქეების გაგზავნას გეგმავს, არამედ რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიებიდანაც განიხილავს. წყაროს ცნობით, საუბარია ათასობით ადამიანზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი