ახალი ამბები

რუსეთის სკოლაში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 15-მდე გაიზარდა

26 სექტემბერი, 2022 • 622
რუსეთის სკოლაში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 15-მდე გაიზარდა

რუსეთის ქალაქ იჟევსკში სკოლაზე შეიარაღებული თავდასხმის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 15-მდე გაიზარდა. როგორც „მედუზა“ წერს, დაღუპულებს შორის 11 ბავშვია.

გამოცემა წერს, რომ შემთხვევა დღეს, 26 სექტემბერს დილას მოხდა. თავდამსხმელი, რომელმაც მომხდარის შემდეგ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, ამ დროისთვის იდენტიფიცირებული არ არის.

„მედუზას“ ინფორმაციით, დაშავებულია 24 ადამიანი, რომელთა შორის 20 მოსწავლეა. ბავშვების ნაწილი, გამოცემის ცნობით, იმ დროს დაშავდა, როცა თავდამსხმელისგან გაქცევას ფანჯრიდან გადახტომით ცდილობდნენ.

„მედუზას“ ცნობით, ეს დღეს დილას რუსეთში სროლის მეორე შემთხვევაა. მანამდე ირკუტსკში კაცმა კომისარიატში გახსნა ცეცხლი და დაწესებულების ხელმძღვანელი დაჭრა.

განახლება: დღის ბოლოს დაღუპულთა და დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია განახლდა, შესაბამისად, მონაცემები შეიცვალა სტატიაშიც.

მასალების გადაბეჭდვის წესი