ახალი ამბები

„კეზერაშვილთან ვპარტნიორობ და ვიპარტნიორებ“ — ელენე ხოშტარია

25 სექტემბერი, 2022 • 1391
„კეზერაშვილთან ვპარტნიორობ და ვიპარტნიორებ“ — ელენე ხოშტარია

პარტია „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია ამბობს, რომ მას თავდაცვის ყოფილ მინისტრთან და ამჟამად ტვ „ფორმულას“ დამფუძნებელ დავით კეზერაშვილთან პარტნიორული ურთიერთობა აქვს.

„კიევიდან კიდევ უფრო მძაფრად ჩანს, რამხელა პასუხისმგებლობა გვაქვს ოპოზიციას. იმპერიას ვებრძვით და ამ დროს მარტივ კითხვაზე რას შვება ოპოზიცია მარტივი პასუხია საჭირო.

ვის აინტერესებს „რაზბორკები“.

დავით კეზერაშვილთან მე ვპარტნიორობ და ვიპარტნიორებ. ასევე ვიპარტნიორებ იმასთან, ვინც ბიძინას წინააღმდეგ იქნება. არც კეზერაშვილი არც სხვა არ იქნება ოლიგარქი, რადგან არავის ჭკუაზე არ ვივლი და ჩემი ფასეულობებით გადავწყვეტ.

6 თვეა დავით კეზერაშვილის და მისი ცოლის დაფინანსებით ვინახავთ უკრაინელებს.

მოკლედ, საქმეს მივხედოთ და წესიერება ურთიერთობაში შევინარჩუნოთ”, — დაწერა ელენე ხოშტარიამ პირად ფეისბუკგვერდზე.

კეზერაშვილის საკითხი საქართველოს პოლიტიკური ცხოვრების დღის წესრიგში ბოლო დღეებში წამოწია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ნიკა მელიამ.

როგორც მელიამ რამდენიმე დღის წინ თქვა, მისი აზრით, ენმ-ის მმართველობისდროინდელი თავდაცვის მინისტრი დავით კეზერაშვილი „არ არის გულწრფელი“ ბიძინა ივანიშვილთან ბრძოლაში და რაც უფრო შორს იქნება იგი პოლიტიკური სპექტრისგან, მით უკეთესი იქნება პოლიტიკური ცხოვრებისთვის.

მელიამ 24 სექტემბერს „ტვ პირველის“ ეთერში ასევე აღნიშნა, რომ დავით კეზერაშვილთან თანამშრომლობა სახიფათოა და საზოგადოებას მიაწოდა ინფორმაცია, რომ მათ არ აქვთ პარტნიორული ურთიერთობა. ის თავს იკავებს იმაზე საუბრისგან, კონკრეტულად რა საფრთხეზეა საუბარი.

მასალების გადაბეჭდვის წესი