ახალი ამბები

„მარიუპილის ჯალათით“ ცნობილი გენერალი რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე გახდა – მედია

24 სექტემბერი, 2022 • 1354
„მარიუპილის ჯალათით“ ცნობილი გენერალი რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე გახდა – მედია

დასავლურ მედიაში „მარიუპოლის ჯალათის“ სახელით ცნობილი გენერალი რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილედ დანიშნეს. ინფორმაციას ამის შესახებ BBC-ს რუსულენოვანი გამოცემა ავრცელებს.

გენერალ-პოლკოვნიკი მიხაილ მიზნიცევი აღნიშნულ თანამდებობაზე დმიტრი ბულგაკოვს ჩაანაცვლებს, რომელიც ჯარში ლოჯისტიკაზე იყო პასუხისმგებელი. გამოგემა წერს, რომ ოფიციალური განცხადების მიხედვით, ბულგაკოვის დათხოვნა სხვა თანამდებობაზე გადაყვანას უკავშირდებოდა.

„სოციალურ მედიაში და პრესაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, რუსეთის ჯარები ჯერ კიდევ ომის დასაწყისშივე მნიშვნელოვან სირთულეებს განიცდიდა განსაკუთრებით, კომუნიკაციის, სადაზვერვო ინფორმაციის, სამიზნეების ადგიმლდებარეობის შესახებ ინფორმაციის სიმცირის მიმართულებით.

გენერალ-პოლკოვნიკი მიხაილ მიზინცევი რუსეთის თავდაცვის მართვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი იყო, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით პირდად ხელმძღვანელობდა მარიუპოლის ბლოკადას.

„სწორედ ის ანგრევს მარიუპოლს, როგორც ანადგურებდა სირიის ქალაქებს“, – წერდა მასზე უკრაინის შს მინისტრი ანტონ გერაშენკო ტელეგრამზე.

ანტონ გერაშენკოს განცხადებით, სწორედ გენერალმა მიზინცევმა გასცა მარიუპოლში სამშობიაროსა და თეატრის დაბომბვის ბრძანება. გერაშენკოს ცნობითვე, მიზინცევი ხელმძრვანელობდა სირიის სამხედრო ოპერაციას.

როგორც BBC წერს, ის დიდ ბრიტანეთს სანქცირებულ პირთა სიაშიც ჰყავს შეყვანილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი