ახალი ამბები

„ქეთევან დედოფალსა და მელიქიშვილზე საშვილიშვილო სამუშაოებითაა გამოწვეული“ – კალაძე საცობებზე

24 სექტემბერი, 2022 • 1973
„ქეთევან დედოფალსა და მელიქიშვილზე საშვილიშვილო სამუშაოებითაა გამოწვეული“ – კალაძე საცობებზე

თბილისის მერის განცხადებით, დედაქალაქში შექმნილი საცობები გამოწვეულია ქეთევან დედოფლის გამზირისა და მელიქიშვილის ქუჩის რეაბილიტაციით, რომელიც თბილისისთვის ორი მნიშვნელოვანი სატრანსპორტო კვანძია.

კახა კალაძე აღნიშნავს, რომ დედაქალაქში საცობები სულ იყო, თუმცა არა ასეთი მასშტაბით, რაც მისი თქმით „საშვილიშვილო სამუშაოებითაა“ განპირობებული აღნიშნულ ორ ლოკაციაზე:

„ახლანდელ მდგომარეობას ავხსნი იმით, რომ ორი მნიშვნელოვანი კვანძი არის გადაკეტილი, მოძრაობა შეზღუდულია და ეს რა თქმა უნდა, იწვევს საცობებს დღის განმავლობაში. საცობები ყოველთვის იყო თბილისში, მაგრამ ასე გადამეტებით არ ყოფილა. ეს გამოწვეულია იმ მნიშვნელოვანი და საშვილიშვილო სამუშოების გამო, რომელიც ამ ორ კონკრეტულ გამზირზე მიმდინარეობს. შემდეგი ეტაპი იქნება უკვე წერეთლის გამზირი და მომავალი წლისთვის ვაპირებთ დავიწყოთ ვაჟა-ფშაველას გამზირი“ – ამბობს კალაძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი