ახალი ამბები

საქართველო – ჩრდ. მაკედონია 2:0 დასრულდა

23 სექტემბერი, 2022 •
საქართველო – ჩრდ. მაკედონია 2:0 დასრულდა

თბილისში საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის საფეხბურთო ნაკრებების დაპირისპირება ერთა ლიგის C4 ჯგუფში საქართველოს გამარჯვებით, ანგარიშით 2:0 დასრულდა.

პირველი გოლი ხვიჩა კვარაცხელიას გადაცემის შედეგად გავიდა მატჩის 35-ე წუთზე – ავტოგოლი ბოიან მიოვსკიმ გაიტანა.

მეორე გოლი 64-ე წუთზე გაიტანა ხვიჩა კვარაცხელიამ ბუდუ ზივზივაძის გადაცემის შემდეგ.

ამ მატჩის შემდეგ, საქართველომ ჯგუფში პირველი ადგილი გაინაღდა და გადადის ერთა ლიგის B დივიზიონში.


რამდენიმე თვის წინ, 9 ივნისს ჩრდილოეთ მაკედონიასთან სტუმრად თამაშისას საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა 3:0 დაამარცხა მეტოქე.

მასალების გადაბეჭდვის წესი