ახალი ამბები

შსს-ს კრიმინალური პოლიციის უფროსად თეიმურაზ კუპატაძე დაინიშნა

23 სექტემბერი, 2022 • 1059
შსს-ს კრიმინალური პოლიციის უფროსად თეიმურაზ კუპატაძე დაინიშნა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად  თეიმურაზ კუპატაძე დაინიშნა.

ამ დრომდე მას თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის თანამდებობა ეკავა. ახალ თანამდებობაზე მამუკა ჭელიძე შეცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თეიმურაზ კუპატაძეს უწყებაში საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს და სხვადასხვა წლებში სამინისტროში არაერთ ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი