ახალი ამბები

ვარკეთილში ძაღლმა პატრონი და ორი მეზობელი დაგლიჯა

23 სექტემბერი, 2022 • 1192
ვარკეთილში ძაღლმა პატრონი და ორი მეზობელი დაგლიჯა

ვარკეთილში ძაღლმა პატრონი და ორი მეზობელი დაგლიჯა.

შემთხვევა გუშინ მოხდა. როგორც თვითმხილველები აცხადებენ, ძაღლი საკბენად მეზობლისკენ გაიწია, რა დროსაც პატრონი მასსა და ქალს შორის ჩადგა.

ძაღლმა დაკბინა ორივე მათგანი და დასახმარებლად მისული კიდევ ერთი პირი. მეზობლების თქმით, ძაღლის შეჩერება ვერც ადგილზე მისულმა საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა შეძლეს და ცხოველის მოკვლა მოუწიათ. სამივე დაშავებული ბოკერიას კლინიკაში გადაიყვანეს. კლინიკაში პაციენტების მდგომარეობაზე საუბრისგან თავი შეიკავეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი