ახალი ამბები

აქცია დგომის რეჟიმში

6 მაისი, 2010 • • 1093
აქცია დგომის რეჟიმში

ოპოზიის და მათი მხარდამჭერების ნაწილი, შემოვლითი გზით, შსს–ს სამინისტროსკენ დაიძრნენ. თუმცა ის გზა,რომელიც მათ გახსნილი ეგონათ, ჩაკეტილია და იქ შსს–ს ქვედანაყოფები დგანან.

ამ დროისთვის აქცია დგომის რეჟიმში მიმდინარეობს. კახეთის გზატკეცილის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთ მხარე ოპოზია დგას, მეორე მხარე კი, გადაკეტილი გზის მიღმა, შსს–ს ქვედანაყოფები.

ლევან გაჩეჩილაძე, უცნობი, გოგა ხაინდრავა, კახა კუკავა, ეკა ბესელია, ზვიად ძიძიგური, ზურაბ ნოღაიდელი, ნინო ბურჯანაძე და ახალგაზრული მოძროაბის წევრები ხალხთან ერთად დგანან.

”დღეს პოლიცია დადგეს არა ვანო მერაბიშვილის, არამედ საკუთარი ხალხის გვერდით და არავითარ შემთხვევაში მონაწილეობა არ მიიღოს  აღლუმში”,-აცხადებს ლევან გაჩეჩილაძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი