რუსეთის ფედერაციის საბჭომ დაამტკიცა კანონი, რომლის მიხედვითაც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში გაწევრიანებული უცხო ქვეყნის მოქალაქეები რუსეთის მოქალაქეობას დამატებითი პირობების დაკმაყოფილების გარეშე მიიღებენ. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სამთავრობო მედია TASS ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, რუსეთის მოქალაქეობას მიიღებენ ის პირები, რომლებიც ერთი წლით ან მეტი დროით გააფორმებენ კონტრაქტს რუსეთის შეარაღებულ ძალებთან. ცვლილებები “რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობის შესახებ” კანონში შევა.
TASS-ის განმარტებით, რუსეთში არსებული კანონმდებლობით, სხვა შემთხვევებში უცხო ქვეყნის მოქალაქე რუსეთის მოქალაქეობას ბინადრობის უფლების მოპოვებიდან 5 წლის თავზე მიიღებს.
