ახალი ამბები

„ფრონტზე წასვლა მარტივია, მაგრამ დეპუტატებს ჩვენი მოვალეობები გვაქვს“ – რუსი დეპუტატი

21 სექტემბერი, 2022 • 729
„ფრონტზე წასვლა მარტივია, მაგრამ დეპუტატებს ჩვენი მოვალეობები გვაქვს“ – რუსი დეპუტატი

რუსეთის დუმის დეპუტატი დმიტრი ვიატკინი აცხადებს, რომ მას და მის კოლეგებს ომში წასვლა არ შუძლიათ, რადგან “მათ უკან მოქალაქეები დგანან”, თუმცა აღნიშნავს, რომ მისი აზრით, ფრონტზე წასვლა „ყველაზე იოლი გადაწყვეტილებაა“.

„განცხადების დაწერა და ფრონტზე წასვლა ყველაზე მარტივი გადაწყვეტილებაა, მაგრამ თითოეული ჩვენგანის უკან ჩვენი პარტიები დგას, არიან მოქალაქეები, რომლებიც ჩვეულებრივი ცხოვრებით ცხოვრობენ. თითქოს ორი რეალობაა, ფრონტის ხაზი და მშვიდობიანი. არდადეგები, ფოიერვერკები, გასართობი დაწესებულებები სავსეა ხალხით. ამიტომ, ჩვენ გვაკისრია ვალდებულება და მოვალეობა, რომ ხალხამდე მივიტანოთ დღევანდელი მდგომარეობის კრიტიკულობა და მნიშვნელობა“, – ამბობს დეპუტატი.

რუსეთის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს განცხადებით, ვლადიმერ პუტინის მიერ დღეს, 21 სექტემბერს გამოცხადებული ნაწილობრივი მობილიზაციის ფარგლებში 300 000 რეზერვისტს გამოიძახებენ.

მისივე სიტყვებით, რუსეთს 25 მილიონი ადამიანის მობილიზების რესურსი აქვს.

ნაწილობრივი მობილიზაცია რუსეთში დღეიდანვე ამოქმედდება.

ომი უკრაინაში რუსეთმა მიმდინარე წლის თებერვალში დაიწყო და მეზობელ ქვეყანას დაახლოებით 200 000-იანი არმიით შეუტია, თუმცა დასახულ მიზნებს ამ დრომდე ვერ მიაღწია.

მასალების გადაბეჭდვის წესი