ბათუმში “ტოიოტა ჰაილუქსის” მარკის სამაშველო ავტომანქანა აფეთქდა. დაღუპულია შინაგან საქმეთა სამმართველოს აჭარის სამაშველო დეპარტამენტის უფროსი დიმა კორძაძე. მისი თანხმლები პირი კი ქალაქის პირველ საავადმყოფოშია გადაყვანილი.
შემთხვევა დღეს დილით ბათუმში, ტაბიძისა და აღმაშენებლის ქუჩების კვეთაზე, მოხდა.
აფეთქების მიზეზები, ჯერჯერობით, უცნობია. ადგილზე კრიმინალისტები მუშაობენ. მობილიზებულია სამაშველო და საპატრულო სამსახურები.