ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აზერბაიჯანმა სომხეთს 95 ჯარისკაცის ცხედარი გადასცა

20 სექტემბერი, 2022 • 1588
აზერბაიჯანმა სომხეთს 95 ჯარისკაცის ცხედარი გადასცა

Azatutyun.am-ის ცნობით, წითელი ჯვრის მეშვეობით აზერბაიჯანმა სომხეთს კიდევ 95 სამხედროს ცხედარი გადასცა.

ოფიციალური ცნობით, რამდენი დღის წინ სომხურ მხარეს ასევე 32 ჯარისკაცის ცხედარი გადაეცა.

სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე მხარეებს შორის დაპირისპირება 13 სექტემბერს დაიწყო. სომხეთის თანახმად, აზერბაიჯანმა დაბომბა მისი ტერიტორია და გარკვეული სიმაღლეები დაიკავა. ამასთან, სომხური მხარის ცნობით, შეტაკებების შედეგად  დაღუპულთა და უგზო-უკვლოდ დაკარგულ ჯარისკაცთა რაოდენობა 207-ს აღწევს. ასევე 200 -ზე მეტი დაიჭრა.

აზერბაიჯანული მხარე ირწმუნება, რომ სამხედრო შეტაკება სომხეთის მხრიდან პროვოკაციით იყო განპირობებული.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი