სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, სომხური მხარის ინიციატივით, ამერიკის შეერთებულ შტატებში გაიმართება შეხვედრა სომეხ და აზერბაიჯანელ საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის.
შეხვედრა დღეს შედგება.
ეს არის პირველი შეხვედრა არარატ მირზოიანსა და ჯეიჰუნ ბაირამოვს შორის, მას შემდეგ, რაც ქვეყნებს შორის 13-15 სექტემბერს მომხდარ სასაზღვრო შეტაკებებს 200-ზე მეტი სამეხდრო მოსამსახურე ემსხვერპლა.
ამჟამად მხარეებს შორის ცეცხლი შეწყვეტილია.
აზერბაიჯანთან სასაზღვრო დაპირისპირების შემდეგ, სომხეთში ჩავიდა ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, ნენსი პელოსი.
ექსპერტთა შეფასებით, ეს უნდა განვიხილოთ სომხეთისადმი სოლიდარობის სიგნალად. მანამდე მხარდაჭერის გამოსახატად პელოსი იმყოფებოდა ჩინეთის რესპუბლიკაში (კუნძული ტაივანი), რომლის გარშემოც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის (პეკინი) სამხედრო წვრთნები მიმდინარეობდა.