როგორც ტელეკომპანია „პირველის“ პროდიუსერი, ამიკო პარასკევაშვილი აცხადებს, ქვეყანაში არ შემოუშვეს უკრაინელი ტელეწამყვანი, რომა დრიბნოი.

მისი განცხადებით, დრიბნოის მონაწილეობა უნდა მიეღო საქველმოქმედო აქციასა და უნდა ესაუბრა „ტვ პირველის“ ერთ-ერთ გადაცემაში, თუმცა ჩამოფრენის შემდეგ მას საქართველოში შემოსვლის უფლება არ მისცეს და უკან გააბრუნეს.

„ნეტგაზეთი“ დაუკავშირდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, თუმცა მომხდარის შესახებ უწყებაში არ საუბრობენ.

შსს-დან დამატებითი პასუხების მიღების შემთხვევაში, მასალა განახლდება.