ახალი ამბები

ადამიანის უფლებები რუსეთ-საქართველოს ომის დროს

5 მაისი, 2010 • 1932
ადამიანის უფლებები რუსეთ-საქართველოს ომის დროს

დღეს  ფონდი “ღია საზოგადოება-საქართველო” და ქართული უფლებადამცველი ორგანიზაციები 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის დროს ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარული სამართლის ნორმათა დარღვევის შესახებ ანგარიშს გაავრცელებენ. ამ ანგარიშის სამუშაო ვერსიას ა.წ 2 თებერვალს ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პროკურორი ლუის მორენო-ოკამპოც გაეცნო და დოკუმენტი ოფიციალურად მიიღო.

ფონდ “ღია საზოგადოება-საქართველოს” მხარდაჭერით ანგარიშზე 5 ქართული არასამთავრობო უფლებადამცველი ორგანიზაცია მუშაობდა: საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, კონსტიტუციის 42-ე მუხლი, ადამიანის უფლებათა ცენტრი, კავშირი  ”21-ე საუკუნე”, კონსტიტუციურ უფლებათა დაცვის ცენტრი.

ანგარიში 1055 დევნილი ოჯახის ჩვენებას ეფუძნება და თავმოყრილია ფაქტები და დოკუმენტური მასალა საქართველოს ტერიტორიაზე მასობრივად ჩადენილი სასტიკი და არაჰუმანური ქმედების შესახებ.

ღონისძიებას დაესწრება იმ დევნილთა ნაწილი, რომელთა მონათხრობიც ანგარიშშია ასახული. პრეზენტაციაზე პუბლიკაციასთან ერთად სტუმრებს აგვისტოს ომის ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალაც გადაეცემათ.

დევნილთა თავშესაფარი  2008 წლის ომის შემდეგ; თბილისი.2008. ნინო ძანძავას ფოტო
დევნილთა თავშესაფარი 2008 წლის ომის შემდეგ; თბილისი.2008. ნინო ძანძავას ფოტო

მასალების გადაბეჭდვის წესი