ახალი ამბები

უკრაინის კონტრშეტევა ეფექტიანია, მაგრამ ეს არაა ომის დასასრულის დასაწყისი – სტოლტენბერგი

16 სექტემბერი, 2022 • 1424
უკრაინის კონტრშეტევა ეფექტიანია, მაგრამ ეს არაა ომის დასასრულის დასაწყისი – სტოლტენბერგი

ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ უკრაინის კონტრშეტევა რუსეთის ჯარების წინააღმდეგ ძალიან ეფექტიანი იყო, თუმცა ეს არ ნიშნავს ომის დასრულებას.

„რა თქმა უნდა, ძალიან გამამხნევებელია იმის დანახვა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შეძლეს ტერიტორიის დაბრუნება და რუსული ხაზების მიღმა დარტყმა. ამავე დროს, უნდა გავიგოთ, რომ ეს არ არის ომის დასასრულის დასაწყისი, მზად უნდა ვიყოთ [ომის] გრძელვადიანი პერსპექტივისათვის“, — განუცხადა მან BBC Radio-ს.

სექტემბრის დასაწყისში ხარკოვის რეგიონში უკრაინელებმა ძლიერი კონტრშეტევა დაიწყეს.

უკრაინის ჯარებმა 10 სექტემბერს რუსებისაგან გაათავისუფლეს კუპიანსკი და ბალაკლია; იმავე დღეს რუსმა ოკუპანტებმა დატოვეს იზიუმი.

მასალების გადაბეჭდვის წესი