ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სომხეთი: გასულ ღამეს მნიშნველოვანი ინციდენტები არ დაფიქსირებულა

15 სექტემბერი, 2022 • 1499
სომხეთი: გასულ ღამეს მნიშნველოვანი ინციდენტები არ დაფიქსირებულა

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, 14-15 სექტემბრის ღამეს სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე მნიშვნელოვანი ინციდენტები არ დაფიქსირებულა.

მხარეებს შორის დაპირისპირება კიდევ ერთხელ 12 სექტემბერს განახლდა.

ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, სომხეთმა დაკარგა 49, აზერბაიჯანმა კი 50 სამხედრო მოსამსახურე.

გუშინ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ სომხეთის უსაფრთხოების მიზნით, მიუხედავად იმისა, ამას ემსხვერპლებოდა თუ არა მისი თანამდებობა, მზად იყო აზერბაიჯანთან შეთანხმებისთვის მიეღწია.

მის განცხადებას ერევანში საპროტესტო აქციები მოჰყვა, მოგვიანებით კი ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ არავითარ შეთანხმებაზე არ მოუწერია ხელი და არც აპირებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი