ახალი ამბები

კოლაბორანტები ხარკოვიდან რუსეთში გარბიან – გუბერნატორი

13 სექტემბერი, 2022 • 6683
კოლაბორანტები ხარკოვიდან რუსეთში გარბიან – გუბერნატორი

უკრაინის ოფიციალური პირების განცხადებით, მოქალაქეები, რომლებიც რუსეთთან კოლაბორაციაში არიან ეჭვმიტანილი, ხარკოვისა და დონბასის რეგიონში უკრაინული ძალების მიერ ახლად განთავისუფლებული ტერიტორიებიდან გარბიან და რუსეთის საზღვარს კვეთენ:

ლუგანსკის ოლქის გუბერნატორის, სერგეი ჰაიდაის განცხადებით, მათ შორის  არიან ე.წ. კომენდანტის და პროკურატურის თანამშრომლები:

„უკრაინის დროშა წუხელ კრემინას ადმინისტრაციულ შენობაზე აღიმართა. როგორც ჩანს, რუსები ყველაფერს მიხვდნენ და მის ჩამოხსნას ვერ ბედავენ. ოკუპანტები და კოლაბორაციონისტები ლუგანსკის რეგიონიდან რუსეთში გარბიან“, – წერს გუბერნატორი.

The Guardian აღნიშნავს, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები რუსეთის არმიის ხარკოვის რეგიონიდან განდევნას განაგრძობს. გავრცელებული ცნობებით, ამჟამად თითქმის მთელი ოლქი უკრაინის კონტროლქვეშაა.  გამოცემა საპასუხოდ წერს, რომ რუსეთი ტერიტორიას ბომბავს. მათ შორის, დაიბომბა ელექტროსადგურები და სხვა სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტები.

ლუგანსკის ოლქის გუბერნატორის განცხადებით, გამშვები პუნქტები გადატვირთულია, ვინაიდან უკრაინის მოქალაქეები რომლებიც რუსებთან თანამშრომლობენ, ქვეყნიდან გარბიან.

უნდა აღინიშნოს, რომ უკრაინის პროკურატურის განცხადებით, ჯერ კიდევ მაისის დასაწყისში სამშობლოს ღალატის მუხლით გამოძიება უკრაინის 700-ზე მეტი მოქალაქის წინააღმდეგ მიმდინარეობდა. მხოლოდ ხარკოვის რეგიონში, პროკურატურის განცხადებით, ამგვარ 50 საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება. მათ შორის იყვნენ პოლიციის 7 ოფიცერი, 5 ქალაქის მერი და მოსამართლე.

მასალების გადაბეჭდვის წესი