ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ფაშინიანი: დაიღუპა 49 სომეხი ჯარისკაცი, რიცხვი შეიძლება გაიზარდოს

13 სექტემბერი, 2022 • 1673
ფაშინიანი: დაიღუპა 49 სომეხი ჯარისკაცი, რიცხვი შეიძლება გაიზარდოს

სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, აზერბაიჯანთან შეტაკების დროს დაიღუპა, სულ მცირე, 49 სომეხი ჯარისკაცი.

მან ეს განცხადება პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

ფაშინიანის თანახმად, შესაძლებელია რომ დაღუპულთა რიცხვი გაიზარდოს.

მხარეებს შორის შეტაკებები გუშინ, 12 სექტემბერს დაიწყო.

აზერბაიჯანის თანახმად, შეძლეს სტრატეგიული სიმაღლის დაკავება.

მასალების გადაბეჭდვის წესი