ახალი ამბები

საქართველოს ბიუჯეტი 1.266 მილიარდით იზრდება

12 სექტემბერი, 2022 • 962
საქართველოს ბიუჯეტი 1.266 მილიარდით იზრდება

საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის განცხადებით, ქვეყანაში ეკონომიკურმა ზრდამ შესაძლებელი გახადა ბიუჯეტის 1.266 მილიარდი ლარით გაზრდა.

მისი განცხადებით, ბოლო 8 თვეში გაიზარდა ექსპორტიდან და ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები. ასევე გაიზარდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციები და დამატებითი ღირებულების გადასახადის გადამხდელი საწარმოთა ბრუნვა, რამაც საბოლოოდ გაზარდა ქვეყნის ბიუჯეტის საგადასახადო შემოსულობები.

მისი განცხადებით, ცვლილების შემდეგ ქვეყნის ბიუჯეტის რაოდენობა 16.824 მილიონი ლარი გახდება.

ხუციშვილის თანახმად, გაზრდილი შემოსავლების გათვალისწინებით, ქვეყანა 710 მილიონი ლარით ნაკლებ სესხს აიღებს.

ხუციშვილის განცხადებით, მიღებული შემოსავლებიდან სახელმწიფო შეძლებს ჯარისა და პოლიციის ქალაქების მშენებლობისთვის დაფინანსების გაზრდას, მცირემიწიან ფერმერთა დახმარების პროგრამა გაიზრდება 40 მილიონი ლარით, რთველის დაფინანსება კი- 70 მილიონი ლარით.

ასევე გამოიყოფა 50 მილიონი სამაშველო ვერტმფრენის შესაძენად, 80 მილიონი კი- ქვეყანაში სპორტული მოედნების მშენებლობისა და რესტავრაციისთვის.

მასალების გადაბეჭდვის წესი