უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, სექტემბრის დასაწყისიდან უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმადამპყრობლებისგან გაათავისუფლეს ტერიტორიის დაახლოებით 2 000 კვადრატული კილომეტრი დამპყრობლებისგან.
„ჩვენი ჯარისკაცების მოძრაობა ფრონტის სხვადასხვა მიმართულებით გრძელდება, დღეისათვის, სექტემბრის დასაწყისიდან აქტიური ოპერაციების ფარგლებში, ჩვენი ტერიტორიის დაახლოებით 2 ათასი კილომეტრი უკვე გათავისუფლებულია. რუსული არმია ამ დღეებში აჩვენებს საუკეთესოს, რაც შეუძლია — ზურგს უჩვენებს. გაქცევა მათთვის ცუდი არჩევანი არ არის. უკრაინაში ოკუპანტების ადგილი არ არის და არც იქნება“, — განაცხადა ზელენსკიმ.
ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა ხარკოვის ოლქის სოფლები ვასილენკოვო და არტემოვკა გაათავისუფლეს.
მანამდე, 8 სექტემბერს მან დაადასტურა უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ ხარკოვის ოლქის ქალაქ ბალაკლეას გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია, ხოლო 10 სექტემბერს ცნობილი გახდა კუპიანსკის და იზიუმის განთავისუფლების შესახებ.