”ასოშეიტედ პრესის” ინფორმაციით, მინიმუმ ერთი გარდაცვლილი და ათეულობით დაშავებული ადამიანია ამერიკის შტატ არკანზასში, ტორნადოს შედეგად.

ტორნადოს შედეგად დაზარალდა ლითელ როქი, სადაც სახლები დაინგრა. როგორც ოფიციალური პირები იტყობინებიან,სწორედ ამავე ტერიტორიაზე გარდაიცვალა 1 ადამიანი.

შენობის ნანგრევებში საგანგებო სამსახური სავარაუდო დაშავებულებს ეძებს.

ტორნადოს განმეორებას არკანზასში დღესაც ელიან. ამის შესახებ ინფორმაციას არკანზასის მეტეოროლოგიური სამსახური ავრცელებს.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *