ახალი ამბები

კიევში ენტონი ბლინკენი ჩავიდა

8 სექტემბერი, 2022 • 471
კიევში ენტონი ბლინკენი ჩავიდა

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი კიევში ჩავიდა.

როგორც უკრაინული მედია იუწყება, დაგეგმილია ბლინკენისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრაც.

ამერიკის შეერთებულ შტატებში ახლახან დაამტკიცეს უკრაინის მხარდაჭერის ახალი 675-მილიონიანი პაკეტი.

დახმარების პაკეტი მოიცავს სარაკეტო სისტემებსა და სასროლ რაკეტებს, საარტილერიო ამუნიციას, რადარსაწინააღმდეგო რაკეტებს, ტანკსაწინააღმდეგო სისტემებსა და სხვა ტიპის იარაღს.

უკრაინულმა ძალებმა ბოლო დღეების განმავლობაში დაიბრუნეს რამდენიმე დასახლებული პუნქტი ხერსონისა და ხარკოვის ოლქებში.

მასალების გადაბეჭდვის წესი