ახალი ამბები

რა უთხრა მაკრონმა მბაპეს, რამაც PSG-ში დარჩენა გადააწყვეტინა

6 სექტემბერი, 2022 • 958
რა უთხრა მაკრონმა მბაპეს, რამაც PSG-ში დარჩენა გადააწყვეტინა

PSG-ის ფეხბურთელი კილიან მბაპე აცხადებს, რომ ფრანგულ კლუბში დარჩენაზე გადაწყვეტილების მიღებისას საკვანძო როლი საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის ზარმა ითამაშა.

როგორც Marca წერს, წინა სატრანსფერო ფანჯრის დროს მბაპეს დამატებას ესპანური „მადრიდის რეალი“ გეგმავდა, თუმცა ფრანგმა ფორვარდმა PSG-ში დარჩენა გადაწყვიტა. როგორც ირკვევა, სპორტსმენის გადაწყვეტილებაზე გავლენა ემანუელ მაკრონის ზარმაც იქონია, რომელმაც სპორტსმენს ფრანგულ კლუბში დარჩენა სთხოვა:

„ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ჩემს მომავალსა და კარიერაზე პრეზიდენტთან ვისაუბრებდი. ეს ნამდვილი სიგიჟეა, მან მითხრა, რომ უნდოდა პარიზში დავრჩენილიყავი და არ სურდა სხვაგან წავსულიყავი, რადგან მნიშვნელოვანი ვიყავი ქვეყნისთვის. მითხრა წასვლის დრო გექნება, მაგრამ შეგიძლია ცოტა ხანიც დარჩეო“ – ამბობს ფეხბურთელი.

მისი თქმით, როდესაც პრეზიდენტი ასეთ სიტყვებს გეუბნება, ამას ანგარიში უნდა გაუწიო.

მასალების გადაბეჭდვის წესი