ახალი ამბები

თბილისში დანიის საელჩო გაიხსნება

6 სექტემბერი, 2022 • 2477
თბილისში დანიის საელჩო გაიხსნება

თბილისში დანიის სამეფოს საელჩო გაიხსნება, რომელიც საქართველოსა და სომხეთს დაფარავს.

საქართველოში დანიის სამეფოს წარმომადგენლობას ელჩი ანე ტოფტ სორენსენი უხელმძღვანელებს. როგორც ელჩი სორენსენი ტვიტერის გვერდზე წერს, ის უკვე თბილისშია და უფლებამოსილების შესრულებას უახლოეს მომავალში შეუდგება.

ინფორმაცია თბილისში დანიის საელჩოს გახსნის შესახებ მიმდინარე წლის მაისში გახდა ცნობილი, როცა საქართველოსა და დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრები ერთმანეთს შეხვდენ.

შეხვედრის შემდეგ დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იეპე კოფოდმა განაცხადა, რომ აღმოსავლეთ ფრონტის ქვეყნებში სტაბილურობა და დემოკრატია არასდროს ყოფილა ისეთი მნიშვნელოვანი როგორც ახლაა და ქვეყნის წარმომადგენლობის საქართველოში გახსნა დაანონსა.

მასალების გადაბეჭდვის წესი