ახალი ამბები

რუსი ჟურნალისტი სახელმწიფო ღალატის ბრალდებით 22 წლით დააპატიმრეს

5 სექტემბერი, 2022 • 660
რუსი ჟურნალისტი სახელმწიფო ღალატის ბრალდებით 22 წლით დააპატიმრეს

მოსკოვის სასამართლომ სახელმწიფო ღალატში დამნაშვედ ცნო რუსი ჟურნალისტი, “კომერსანტის” და “ვედომოსტის” ყოფილი კორესპონდენტი, 2020 წლიდან როსკოსმოსის ხელმძღვანელის მოადგილე ივან საფრონოვი და მკაცრი რეჟიმის კოლონიაში 22 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ამის შესახებ რუსული სახელმწიფო გამოცემა tass. წერს.

ივან საფრონოვი 2020 წლის 7 ივლისს, ჩეხეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობის, მათთვის ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკაში რუსული იარაღის მიწოდებისა და რუსული ჯარების მოქმედებების შესახებ საიდუმლო მასალების გადაცემის ბრალდებით დააკავეს. 2020 წლის 13 ივლისს კი სახელმწიფო ღალატის შესახებ ბრალდება წარუდგინეს.

როგორც tass წერს, აღნიშნული ბრალდებისთვის რუსული სასამართლოს პრაქტიკაში უკანასკნელ წლებში ყველაზე მკაცრი განაჩენია.

საფრონოვი ბრალს არ აღიარებს. მისი ადვოკატი კი აცხადებს, რომ სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება გასაჩივრდება.

“რუსეთში ნებისმიერი ჟურნალისტი უკვე უნდა დაფიქრდეს, ღირს თუ არა მისთვის ამ პროფესიაში დარჩენა”, – განაცხადა მისმა ადვოკატმა.

საფრონოვის სასამართლო სხდომაზე გადაწყვეტილების გამოტანის დროს მისი მხარდამჭერებიც იმყოფებოდნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი