ნეტგაზეთი | აფხაზეთში მილიციას რუსულნომრიანი მანქანების გაჩერება აეკრძალა აფხაზეთში მილიციას რუსულნომრიანი მანქანების გაჩერება აეკრძალა – Netgazeti
RU | GE  

აფხაზეთში მილიციას რუსულნომრიანი მანქანების გაჩერება აეკრძალა

აფხაზეთში მილიციამ,სერგეი ბაღაფშისგან ბრძანება მიიღო, არ გააჩერონ რუსულნომრიანი ავტომობილები.

აფხაზ მილიციელებს არ აქვთ უფლება გააჩერონ ავტომობილი რუსული ნომრებით–იტყობინება კავკაზსკი უზელი.

ბრძანება აფხაზური მილიციისთვის დეფაქტო პრეზიდენტმა სერგეი ბაღაფშმა გასცა. გამონაკლისი მხოლოდ განსაკუთრებული შემთხვევებია, როდესაც მილიცია რუსულ ნომრიანი მანქანის გაჩერებას შეძლებს.

სერგეი ბაღაფშმა გადაწყვეტილება იმ მოტივით ახსნა, რომ რუსეთი აფხაზეთისთვის ბევრს აკეთებს.ქვეყნის განვითარებისთვის რუსეთი ბევრ რამეს აკეთებს, ამიტომ საჭიროა ხელი  ტურიზმის განვითარებისთვის ხელშეწყობა და რუსეთის ფედერაციიდან მოქალაქეების მოზიდვა, ამბობს ბაღაფში.

„მე ეს ბრძანება უბრალოდ არ გამიცია, დავინახავ, რომ ვინმემ ავტომობილი გააჩერა და გავაგდებ სამსახურიდან“,–განაცხადა ბაღაფშმა რუს ჟურნალისტებთან საუბრისას.

ჯერ კიდევ გუშინ ცნობილი გახდა, ოჩამჩირის აკვატორიაში გაორმაგდება რუსული სამხედრო კატარღების რაოდენობა.

სანაპირო დაცვის უფროსი, ალექსანდრე ტუდაკოვი ამბობს, რომ ამ დროისთვის ოთხი სამხედრო კატარღაა ოჩამჩირის აკვატორიაში.

„მოკლე ხანში მათი რაოდენობა ორჯერ გაიზრდება“,– წერს ტუდაკოვის ციტატას გაზეტა.რუ

კავკაზსკი უზელი იხსნებეს სერგეი ლავროვის, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებებს, სადაც ის არაერთხელ ახსენებდა, რომ შავი ზღვის ნეიტრალური წყლები რუსეთმა უნდა გააკონტროლოს, რათა დაიცვას აფხაზეთი საქართველოსგან.

ჯერ კიდევ 17 თებერვალს, კავკაზსკი უზელი წერდა იმ შეთანხმებაზე, რომელიც მედვედევსა და ბაღაფშს შორის შედგა. შეთანხმების მიხედვით აფხაზეთში რუსული ბაზა შეიქმნება, რომელიც ოფიციალურად გაამაგრებს რეგიონში რუსული ჯარების განლაგებას. მოსკოვის და სოხუმის შეთანხმების მიხედვით, აფხაზეთის საზღვაო ეკვატორიას რუსეთის მესაზღვრეები აკონტროლებენ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
თამარ ჩხეიძე